„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერობის კანდიდატის, თამარ კეკენაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილებოდა დამძიმებული წინასაარჩევნო გარემო. მისივე თქმით, ისაუბრეს კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ პოლიტიკურ პლატფორმაზე ხორციელდება.

როგორც თამარ კეკენიძე აღნიშნავს, ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბოლომდე მიადევნებს თვალს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს, თუ როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ შევხვდით ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ყველა იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომლებიც ევროპის მასშტაბით ოპერირებენ. ვისაუბრეთ, პირველ რიგში, იმ აგრესიულ გარემოზე და ძალადობრივ კონკრეტულ მოქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათ აგრეთვე გავაცანით ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ჩვენი პლატფორმის წარმომადგენლებზე, როგორც კომისიების დონეზე, ასევე ჩვენს კანდიდატებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამტრედიაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ჩვენი კანდიდატი უკანონოდ გაიტაცეს და ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ დაეტოვებინა კამპანია, რა თქმა უნდა, მათთან ერთად ასევე განვიხილეთ მედიაპოლარიზება და ზოგადად ის ძალიან მძიმე წინასაარჩევნო მდგომარეობა, რაც საქართველოშია. მათი მხრიდან გამოთქმულია სურვილი, რომ ბოლომდე მიადევნებენ თვალ-ყურს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს, თუ როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება