„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3%

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 27.8%, ხოლო გიორგი გახარიას 5.3%.

გიორგი ამილახვარის შეფასებით, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს.

„კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა;

კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9%

ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8%

გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3%

ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5%

გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1%

ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6%

თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6%

მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5%

სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%.

კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინების გამართლდა. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგც მზარდია. როგორც ხეედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.

იხილეთ ვიდეო:„ქართული ოცნების“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3%

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება