ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მან კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც მაჭავარიანი სააგენტოსთან საუბარში განმარტავს, მან ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

„ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, - აცხადებს მაჭავარიანი.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024