მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, ხვალ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თოდუამ განუცხადა, ხვალ ის უწყებაში 11:30 საათზე გამოცხადდება, თუმცა ჩვენების მიცემას არ აპირებს.

ზურაბ თოდუას თქმით, ის ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

„მე ძალიან ბევრი საჩივარი მაქვს შეტანილი გენერალურ პროკურატურაში კალანდიას საქმის არაეფექტურ გამოძიებაზე, დაცვაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მუქარასა და მოწმეებზე ზემოქმედებაზე, ასევე მტკიცებულებებზე ფალსიფიკაციის თაობაზე, რომელზეც არანაირი რეაგირება არ იყო. რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი შემაჯამებელი საჩივარი შევიტანე, თუ რატომ არ მოხდა ჩემს საჩივრებზე რეაგირება. ახლა მეორედ ცდილობენ მოწმის სახით დაკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. ერთხელ უარი ვთქვი დაკითხვაზე, რადგან განვაცხადე, რომ მე მზად ვარ მივცე ჩვენება მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან.

გადაწყვიტეს ჩემი დაკითხვა, ჩემს მიერ დასახელებული პრობლემების თაობაზე. პირდაპირ ვაცხადებ, გამოვცხადდები ხვალ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მაგრამ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით, რადგან მოწმის სახით ჩემი ასეთი ფორმით დაკითხვა გამოიწვევს ჯანაშიას საქმისგან ჩემს ჩამოცილებას, ცკპდ-ს ეგ უნდა სწორედ“, - განაცხადა თოდუამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება