ე.წ. "კლუბების საქმეში"  ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქ.მ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ე.წ "კლუბების საქმეში" ბრალდებულ ქ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ. თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ღამის კლუბებში - „ბასიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.

სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა”, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს