თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა - თუ სწამთ ღმერთი, ეყოთ ამდენი უსამართლობა

სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა, აღიარონ, რომ არაფერში იყო გარეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა(მედიკო) მარგოშვილმა სასამართლოში განუცხადა, სადაც მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მარგოშვილი აცხადებს, მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა ტერორიზმთან კავშირში.

„მტკიცებულების გარეშე, პირდაპირ ტერორისტებთან დააკავშირეს ჩემი შვილი. თუ სწამთ ღმერთი და ადამიანობის ერთი პროცენტი თუ შერჩენიათ, ეყოთ ამდენი უსამართლობა, ამდენი არაადამიანური ბრალდება და ცილისწამება. ღმერთის წყალობით, მგონი გავიმარჯვებთ და დამტკიცდება თემირლანის უდანაშაულობა", - განაცხადა მარგოშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული სარჩელით, მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედვება.

სასამართლო სხდომას არ ესწრება მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროცესზე გამოცხადდა ზაზა სარალიძეც.

იხილეთ ვიდეო: საქალაქო სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა გრძელდება

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია