ზაქარია ქუცნაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ჯობდა საერთოდ არ ჩავრეულიყავით წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს ასპარეზი დაგვეთმო ოპოზიციისთვის

ღრმად მწამს, რომ ჯობდა „ქართულ ოცნებას“ თუ კანდიდატი არ გვეყოლებოდა, საერთოდ არ ჩავრეულიყავით წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს ასპარეზი დაგვეთმო ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7VS1” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემის მსვლელობის დროს, კანდიდატის დეტალური დახასიათებისგან თავი შეიკავა, თუმცა ის სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი სასულიერო პირების მხრიდან კონკორდატის დარღვევაზე საუბრობს.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ამ კონტექსტში საუბრისას კი საპრეზიდენტო კანდიდატებს მეტი თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.

„შინაარსზე მსჯელობას მოვერიდები, მაგრამ რადგან მაქვს პოზიცია, რომ სასულიერო პირებს აქვთ აზრის გამოხატვის საშუალება, იგივე უფლება აქვს ქალბატონ სალომესაც. შინაარსზე ნუ მალაპარაკებთ, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებაზე თუ ვსაუბრობთ, მასაც აქვს უფლება აზრი გამოხატოს სასულიერო პირების გამოსვლაზე. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, ყველას, მართებს დაფიქრება, რადგან ჩასაფრებულები არიან ჟურნალისტები და მოქალაქეები და ეს ნორმალურია“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს