ზაქარია ქუცნაშვილი - მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია

მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ არც კანონმდებლებისთვის იყო ცნობილი და მნიშვნელოვანია ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც აქვთ საზოგადოებას და დეპუტატებს. მისივე თქმით, გარდა ინფორმაციის ნაკლებობისა, პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ვერ არჩევენ მარიხუანას სამედიცინო და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას.

„მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვქონია. ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ ტიპის საქმიანობა, როდესაც ინფორმაცია ძალიან მცირეა და მაშინ, როდესაც პარლამენტარები ვერ არჩევენ, თუ რას ნიშნავს მარიხუანას სამედიცინო დამოკიდებულება და რას ნიშნავს ნარკოტიკული, არასწორია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ იქნებოდა შოკირებული, გიკვირთ?!" - ზაქარია ქუცნაშვილი

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს