უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი სამუშაო სემინარი ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ზოგადი განათლების სფეროში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ერთდღიან სამუშაო სემინარს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გახსნა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სემინარის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალის ინფორმირება სისტემაში მომზადებული და ხელმისაწვდომი პროგრამების, გზამკვლევებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ რესურსები უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროგრამები/სილაბუსები ინოვაციური მეთოდებით გაამდიდრონ, გამოიყენონ სწავლა-სწავლების პრაქტიკაში და შესაბამისად, დანერგონ სასწავლო პროცესში“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამუშაო სემინარს ესტონეთის საელჩოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს