გიორგი კანდელაკი - პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და რეგიონის მნიშვნელობის დაკნინება იქნება

„პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და რეგიონის მნიშვნელობის დაკნინება იქნება“,- ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის თბილისში გადატანის ინიციატივას.

„იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნება“ რეალურად არაფერს ხელშესახებს არ სთავაზობს ქუთაისს, როცა აეროპორტიც კი, დაგეგმილი მასშტაბით არ განვითარდა. იმ პირობებში, როცა ეკონომიკურად ქუთაისში დეპრესიული სიტუაციაა, პარლამენტის ასე ერთი ხელის მოსმით გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და რეგიონის მნიშვნელობის დაკნინება იქნება“, - განაცხადა კანდელაკმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს