ირაკლი კობახიძე - რეგლამენტის რეფორმა თვისებრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს კონსტიტუციურ სისტემაში

რეგლამენტის რეფორმა თვისებრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს კონსტიტუციურ სისტემაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეგლამენტის რეფორმით გაძლიერდება პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. “რეგლამენტის რეფორმა არ არის რიგითი რეფორმა, ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც თვისებრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს მთლიანად კონსტიტუციურ სისტემაში. გაძლიერდება პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციები, მისი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა ნამდვილად“,- განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს