ლევან გოგიჩაიშვილი - ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი

„ჩვენთვის მთავარია ქუთაისში განვითარდეს ეკონომიკა, სხვა ურთიერთობები, რომელიც გაცილებით მეტის მომტანი იქნება ამ ქალაქისთვის, ვიდრე პარლამენტი, რომელიც ჩემი დაკვირვებით, არანაირ როლს არ თამაშობს ამ ქალაქის განვითარებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი სპეკულაცია ამის ირგვლივ არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და დემაგოგია. ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე წლის წინ, ეს არ იყო გამოწვეული იმის გამო, რომ ქართული პარლამენტარიზმი განვითარებულიყო ან ქუთაისს რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია შეძენოდა. ეს ერთადერთი რამის გამო გააკეთეს, მათ ეშინოდათ აქციების, მოსახლეობის პროტესტის და ამით იყო ეს განპირობებული. ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი. ჩვენთვის მთავარია ქუთაისში განვითარდეს ეკონომიკა, სხვა ურთიერთობები, რომელიც გაცილებით მეტის მომტანი იქნება ამ ქალაქისთვის, ვიდრე პარლამენტი, რომელიც ჩემი დაკვირვებით, არანაირ როლს არ თამაშობს ამ ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს