კანონპროექტების განხილვისას კომიტეტის სხდომის დახურვა დაუშვებელი იქნება

კანონპროექტების განხილვის დროს პარლამენტის კომიტეტის სხდომის დახურვა დაუშვებელი იქნება. ასეთი აკრძალვა პარლამენტის ახალ რეგლამენტში ჩაიწერება. რეგლამენტის პროექტით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ კომიტეტის სხდომა საჯაროა და საჯარო სხდომა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

კომიტეტი დახურულ სხდომას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამართავს, რაზეც გადაწყვეტილება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს