ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობასა და უკანონოდ შეძენა - შენახვაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს.დ. - მ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ - ს.

„2018 წლის 30 მაისს, ს.დ.-მ განიზრახა უკანონოდ გაესაღებინა 6,5438 გრამი ნარკოტიკული საშუალება დაუდგენელ პირებზე, რისთვისაც ნარკოტიკული საშუალება დატოვა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სკვერში, ასევე ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ამავე ქუჩაზე, მოშორებით მდებარე ადგილზე და ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალში, თუმცა, ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ხოლო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა მითითებული ადგილებიდან. ბრალდებულის დაკავებისას ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

ს.დ. - ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ