გიორგი ქობულია - თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება

ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმ საკითხით, ჰქონდა თუ არა „ომეგა ჯგუფისთვის“ კონკრეტული პირებისგან მანქანების მოთხოვნას ადგილი, მინისტრმა უპასუხა, რომ თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს, თუმცა, აქვე განმარტა, რომ აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, არც ერთ კომპანიას არ ეპატიება ბიუჯეტის მიმართ დავალიანება.

„არ ვარ საქმის კურსში მაგ საკითხზე. ევროკომისიაში ვიყავი, შეხვედრები მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. არ შეიძლება, რომ მე ყველა საკითხი ვიცოდე, ალბათ. მე არ ვიცი, ვინ ვის რას ართმევდა, მაგრამ თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ეს მხოლოდ ამ საქმეში კი არა, ყველა საქმეში ასეა. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ის ვალი, რომელიც ბანკებისგან აქვს აღებული“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს