გიორგი დანელიამ ჰონგკონგელ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას ფონდის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები ვიზიის ფარგლებში გამართულ ბიზნეს ფორუმზე გააცნო.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველო“ მასპინძლობს. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დელეგატებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსურ მექანიზმებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორადუმს მოეწერა ხელი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ