პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს

პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასკვნა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი მიიღებს, მუდმივად განიხილებოდეს პარლამენტში.

„რაც შეეხება აუდიტის ჯგუფს, ეს არის ახალი რამ. აქამდე ეს არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში. ის იქმნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილი ანგარიშები, რომელიც პარლამენტამდე მოდის, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე აქტიური განხილვა, ეს პროცესი გავააქტიუროთ და ყველა დასკვნა, რომელსაც აუდიტის სამსახური შეიმუშავებს, ყველა დარღვევა, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაადგენს, მუდმივად იხილებოდეს მუდმივმოქმედ რეჟიმში მომუშავე სპეციალურ ჯგუფში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ