ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ირლანდიაში გამართულ ენერგეტიკის ფორუმს დაესწრო

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON წევრებთან ერთად, ენერგეტიკის ფორუმს დაესწრო, რომელიც ქალაქ დუბლინში 20-21 სექტემბერს გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, მომხმარებელთა უფლებების შესახებ ფორუმის შემაჯამებელ სესიას ნეონის თავმჯდომარე ლუის შენდ სმიტი უძღვებოდა. მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამომავლო საცალო ენერგეტიკული ბაზარი მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა ჩართულობის ახალი მოდელები, რა არის მომხმარებელთა ახალი ღირებულებები.

„მე-2 საკითხის განხილვაზე სალომე ვარდიაშვილი შეკითხვებით წარსდგა და მონაწილეობა მიიღო გამართულ დისკუსიაში.

,,Citizens' Energy Forum" მაღალი მნიშვნელობის კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროკავშირის ორგანიზებით იმართება. კონფერენციას მრავალი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ტოპმენეჯმენტი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს