პროკურორი - რობაქიძის საქმეში წარდგენილ ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალი გარემოებები დადგინდა

ექსპერტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელია დამატებით სხვა ხარვეზები დადგინდეს და ეს შეიძლება იყოს მონტაჟი ან სპეცეფექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ დღევანდელი პროცესის შემდეგ განუცხადა. პროკურორმა განმარტა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ საქმეში წარდგენილ ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაუტარა, რის შემდეგაც ახალი გარემოებები დადგინდა.

გიორგი ოსაძის თქმით, დაცვის მხარემ ვიდეოკადრებს ექსპერტიზა 2013 წელს ჩაუტარა, რის შემდეგაც ტექნოლოგიები განვითარდა და სპეციალური პროგრამებიც განახლდა.

"მოწმის დაკითხვა სასამართლოს მიერ გამოყოფილ პერიოდში ვერ მოესწრო, თუმცა, დაცვის მხარის კითხვებზე მან განაცხადა, რომ კვლევა 2013 წელს აქვს ჩატარებული. აღნიშნულის შემდეგ, პროგრამების განახლება, ტექნოლოგიების განვითარება მოხდა. თუ ახლიდან ჩატარდება ექსპერტიზა იგივე საკვლევ ობიექტზე, შესაძლოა, განსხვავებული გარემოებები გამოვლინდეს. მაგრამ არამც და არამც, ექსპერტს არ უთქვამს, რომ ის წყვეტა, რაც ვიდეოჩანაწერშია დაფიქსირებული და მასაც აქვს აღწერილი, ახალი ტექნიკური საშუალებით შეიცვლებოდა. ექსპერტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელია დამატებით სხვა ხარვეზები დადგინდეს. ეს შეიძლება მონტაჟი იყოს, ეს შეიძლება სპეცეფექტი იყოს. რამდენიმე პროცესის წინ დაიკითხა ასმათ მატუშევსკაია. მან 2018 წლის პროგრამებით, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, ჩაატარა ექსპერტიზა და იმ წყვეტასთან, რომელიც დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, დამატებით დადგინდა ახალი გარემოებები, რაც პირდაპირ მიუთითებს წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის სპეცმონტაჟებზე", - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მოკლეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ