დიმიტრი ქუმსიშვილი - აუდიოჩანაწერებში ჩემი გვარის გამოყენება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვემიჯნები მთელ ამ პროცესს

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და მისი გვარის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს.

როგორც ქუმსიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „აბსოლუტურად ემიჯნება მთელ ამ პროცესს“.

„გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში.

მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე - ლევან ყიფიანთან მიმართებაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს