ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია

ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციაში განუცხადეს.

შემთხვევა ქუინსის რაიონში მოხდა. ბავშვების ასაკი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი, 52 წლის ქალი, პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში დააკავა. თავდასხმის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა. რაც შეეხება დაჭრილ ზრდასრულებს, ერთი მათგანი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, მეორე კი ერთ-ერთი ბავშვის მამაა.

თავდასხმის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს