„იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერებით, ასევე ამ ჩანაწერითაც პროკურატურა დაინტერესდება.

„გამოძიება ამ აუდიოჩანაწერითაც დაინტერესდება, თუმცა გეტყვით, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში, დაწყებული გამოძიების ფარგლებში განიხილება,“ -აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.

იხილეთ ვიდეო: "ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა" - ლევან ყიფიანისა და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლის ფარული აუდიოჩანაწერი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს