მამუკა ბახტაძე - ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება - საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი

“ქართული ოცნებისთვის”, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება - საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი შეხედულების შესახებ ერთმნიშვნელოვანი განმარტება უკვე გააკეთა. “ქართული ოცნებისთვის”, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება - საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ამავე დროს სწორედ ქართველი ხალხის ნება”, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს