მამუკა ბახტაძე - ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. “მაიკლ პომპეო გახლავთ საქართველოს ერთგული მეგობარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ. შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს - ეკონომიკაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია