დეპუტატი აზერ სულეიმანოვი - საქმის მოწმეებმა ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს

საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმის მოწმეებმა ცრუ ჩვენებები მისცეს მის საწინააღმდეგოდ.

"საქმეში წარმოდგენილი მოწმები ფიზული გადიევი და ჯეიხუნ ჩოიდაროვი „ბარიგები“ და აგენტები არიან, ალი ალიევი, ვითომ და სასულიერო პირი, ისიც აგენტია. ისინი უნდა ისხდნენ ამ სკამზე. მე რა შუაში ვარ, ვიღაცამ, ვიღაცას აგინა, ეს რაღაც აბსურდია. ეს ხალხი ჩემი პოლიტიკური ოპონენტია და მე რა შუაში ვარ. ეს ყველაფერი 28 ოქტომბერს დასრულდება", - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა, რომელიც წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

სულეიმანოვი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს. აზერ სულეიმანოვის ამ გაცხადებაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა გამიჯნულია პოლიტიკისგან.

რუსთავის დაქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ( ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს