„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 538 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაქაქურები, ოძისი, გუდაური, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში; 10:30 საათიდან 17:00 საათამდე – 2276 აბონენტს თიანეთში ლაშარის, სანიკიძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00 საათიდან 16:00 საათამდე 919 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნიჩბისი, ხიდისყური, ძეგვი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს