პრემიერმა და "ამაზონის" ხელმძღვანელმა პირებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრეს

საქართველოს მზარდი როლი ციფრულ მიმართულებაში, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და "ამაზონის" ვებსერვისების ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის საერთაშორისო გაფართოების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა მთავრობის მეთაურს "ამაზონის" პრიორიტეტები და სერვისების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

საუბრისას ხაზი გაესვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში.

ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივა და მიმართულებებები, რომლებშიც საქართველოს "ამაზონის" სერვისების ეფექტურად გამოყენება შეუძლია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა და მთავრობა ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელების პროცესში მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების გაზიარებას მიესალმება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს