მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლები საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას უერთდებიან

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლები საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას უერთდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან აცნობეს, დაგეგმილ სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონის სპორტის სამსახურების წარმომადგენლებისა და საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე და ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის მასობრივად განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით უკვე 5 წელია იმართება. 2018- 2019 სასწავლო წელს ღონისძიებაში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე ბავშვი ჩაერთვება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს