რუსთავში ეთნოფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში, ეთნოფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს. ღონისძიება ,,რუსთავქალაქობა 2018“-ის კვირეულის ფარგლებში ტარდება.

ეთნოფესტივალი ხვალ, 15:00 საათზე გაიხსნება და ღონისძიებები გვიან საღამომდე გაგრძელდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები, ტკბილეული, ღვინო, იქვე გამომცხვარი თონის პური და ყველი.

პროგრამა ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ფოლკლორული კონცერტი ანსამბლ ,,თუთარჩელას“, ,,იამბიკოს“, ,,სალხინოსა“ და ,,მე რუსთაველის“ მონაწილეობით.

ფესტივალის ორგანიზატორი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს