საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელი.

მათი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები:

ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა;

ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

გ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ID ბარათი;

ე) ფოტოსურათი 3X4.

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი.

კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეტანილად მიიჩნევს განაცხადს და კანდიდატს არ მიეცემა მისი დასრულების შესაძლებლობა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით,” - ნათქვამია ისუტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს