სოფო კილაძე -„ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი

„ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი, და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაძე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტრადიციაა ქალის პატივისცემა და ამის მიუხედავად ზურაბიშვილზე უღირსი ფორმებით მიმდინარეობს თავდასხმა.

„მსურს განცხადება გავაკეთო უფლებრივ ჭრილში - ეს არის ქალი პოლიტიკოსი, ქალი - პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით ეს არის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისგან, - პირველ რიგში ვიტყოდი ნაციონალური მოძრაობა და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური.

თავდასხმა ასეთი უღირსი ფორმებით ადამიანზე, როდესაც ის არის ქალი და იმიტომ, რომ არის ქალი, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე ნამდვილად ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა ქალ პოლიტიკოსს მხარი, და ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი საქართველოსი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში ქალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს