არჩილ თალაკვაძე - პრემიერი აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე

„პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე,“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდემა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძე აღნიშნული კომენტარით აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს ეხმიანება.

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში, სანამ თქვენი მთავარი კომენტატორი, მიხეილ სააკაშვილი ყვითელ განცხადებებს აკეთებს, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე, საუბარია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს