ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აღმასრულებელ დირექტორს, შერიფ საადალას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და WIPO-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის WIPO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხებს. საუბარი შეეხო აგრარულ დარგში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მნიშვნელობასაც.

როგორც შერიფ საადალამ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ყურადღება საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში საქართველოს, როგორც ჰაბის პოტენციალზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილაძე ესწრებოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს