მიხეილ ბატიაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინჟინრების, ტექნოლოგების და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. შეუძლებელია, თანამედროვე, ციფრული ერის პირობებში ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარმატებას მიაღწიოს ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ. ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, სადაც თქვენ, სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გეკისრებათ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და აშშ-ს მთავრობას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის.

„ეს პროექტი გახლავთ საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობისა და მეგობრობის საუკეთესო მაგალითი! ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, აშშ-ს მთავრობას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს