უმრავლესობის წევრის თქმით, ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ჩხუბისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი უკლებამ „თავი შეგნებულად გაილახა“

ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უმრავლესობის ადგილობრივი დეპუტატი აფასებს. ქუთაისის საკრებულოს წევრის, ალეკო ახალაძის განცხადებით დეპუტატი გიორგი უკლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თავად შევიდა პოლემიკაში იმედა საღინაძესთან, რომელთანაც კონფლიქტი მოხდა.

„თვითონ მოთხოვა იმედა საღინაძეს გარეთ გასვლა. აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება და ცდილობდა იმედა საღინაძე გაეყვანა გარეთ. ამის შემდეგ ჩვენ გავყევით, ვიცოდით რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, მაგრამ არ გვეგონა, თუ გიორგი უკლებას ეყოფოდა ამხელა თავხედობა, რომ თვითონ დამნაშავე, მოვიდოდა, გაუკეთებდა პროვოცირებას საკრებულოს წევრს, გაიყვანდა გარეთ და შემდეგ დაიწყებდა გინებას, ხელის ქნევას. ფაქტი ცუდია და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას - ყველას, ვინც იქ იყო იმიტომ, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება მეტი გვაქვს და იმით განვსხვავდებით იმ სისხლისმსმელი რეჟიმისგან, რომელიც არაფრად დაგიდებდა ამ ძალადობას“, - განაცხადა ალეკო ახალაძემ.

მისივე განმარტებით, უკლებამ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინებდა.

„თუ ვინმე არის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი, აგინებდა ყველას. ჩვენ მაშინვე ვთხოვეთ მას, რომ მოეხადა ბოდიში, რადგან ეს არ იყო პოლიტიკური კულტურა. მიუხედავად ამისა, ის დღეს მოვიდა და გააკეთა პროვოცირება. სხვათაშორის, იმ ფაქტის მერე, როცა ყველაფერი მორჩა, პირადად შემხვდა უკლება და მითხრა, რომ შენ ასაკოვანი კაცი ხარ, დიდი ხანია პოლიტიკაში ხარ და ზუსტად მიხვდი, რომ მე დღეს შეგნებულად გავილახე თავიო. აი, ეს იყო მისი პროვოცირების მთავარი ქვაკუთხედი," - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან ალეკო ახალაძემ.

უთაისის მერიის შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები - ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია