სოფიო კილაძე ოპოზიციას - სწორედ „იმ“ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში

სწორედ იმ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქართველ ხალხთან ერთად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებებს, რომელიც ყოფილ პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

კილაძის თქმით, მთელი საზოგადოება ხედავს, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ქვეყნისთვის და მასზე ნეგატიური განცხადებებით მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება.

„ვერანაირად ვერ მოეშვით ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებას. ეს თქვენვე გაზიანებთ, რადგან მთელი საზოგადოება ხედავს ეს ადამიანი რას აკეთებს ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენვე ზიანდებით ამ ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მესმის, რატომაც აკეთებთ ამას, რომ იმ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქართველ ხალხთან ერთად“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებისას ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს და კორუფციის მთავარ შემოქმედად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს