„ნაცმოძრაობის" წევრი გელა დეკანაძე - ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ვადანაშაულებთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გელა დეკანაძე ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც გელა დეკანაძე აცხადებს, ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ჭადრაკის სახლი აშენდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად კომპანია "ანაგს" პირდაპირი მიყიდვის წესით, მილიონ ლარზე მეტი გადაეცა.

"ბათუმში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზე, ჭადრაკის სახლი აშენდა. თქვენ იცით, რომ ოლიპიადის გამართვა იგეგმება და ამის შესახებ ბათუმის მერია სამი წლის წინ იყო ინფორმირებული. ჭადრაკის სახლის ირგვლივ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მარტის თვეში განხორციელდა. ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის მარტში ჭადრაკის სახლის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად პირდაპირი მიყიდვის წესით, კომპანია "ანაგს" მილიონ 150 ათასი ლარი სამუშაოების შესასრულებლად გადასცა. ეს სამუშაოები გაცილებით იაფად და ხარისხიანად ჩატარდებოდა, თუ ტენდერი გამოცხადდებოდა და მასში სხვა კომპანიებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ვადანაშაულებთ, რადგან კომპანია "ანაგს" ხელისუფლებაში არაერთი მფარველი ჰყავს და ტენდერების გარეშე სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად მისთვის თანხების გადაცემა ხდება“,- განაცხადა გელა დეკანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს