ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მოადგილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ერაყის სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის მოადგილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ამის შესახებ ერაყის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სატარ ბეირაქდარმა განაცხადა.

„ბაღდადის სისხლის სამართლის სასამართლომ ისმაილ ალ-აიშუაის საქმის განხილვა დაასრულა და მის მიმართ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა ბეირაქდარმა.

გამოძიების ინფორმაციით, ალ-აიშუაი ბაღდადის ერთ-ერთი მოადგილე იყო და მის უახლოეს წრეში შედიოდა. ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ ის სირიაში, იქიდან კი თურქეთში გაიქცა. თურქულმა დაზვერვამ ის დააკავა და ერაყულ მხარეს გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი