კახეთის გუბერნატორი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს, რომლებმაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი კახეთის რეგიონში 62-მა ახალგაზრდამ მოიპოვა. წარმატებულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა მხარის გუბერნატორმა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ის, რომ 100%-იანი გრანტი მოიპოვეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ლიდერები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენი გონებრივი, სულიერი უნარების მობილიზება. თქვენ ხართ ის ოქროს ფონდი, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნათ. აუცილებელია იმის გათვითცნობიერება, რომ ბევრი თქვენგანი შეგვცვლის ჩვენ. განათლება ერთჯერადი არ არის, დღესაც ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მუდამ ვცდილობ დავეწიო და ვუპასუხო ახალ გამოწვევებს. ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები თქვენ გგავდნენ. თქვენ ხართ მაგალითი, მისაბაძი ადამიანები ყველასთვის“, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა სიტყვით გამოსვლისას.

მუნიციპალიტეტის მერებმა ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატება უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წარმატებული ადამიანები, რომელთაც სიტყვით მიმართეს სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატებები უსურვეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს