შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება

“ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შედის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„ეს არის ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტი. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული. გავამკაცრეთ მიდგომები და სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს