თბილისის ერთ–ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე საკრებულოს კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს

დედაქალაქში ერთ–ერთი ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლოკის კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე კომისია 26 სექტემბრამდე, სხდომაზე იმსჯელებს. კომისიის წევრების უმრავლესობის დადებითი განწყობის შემთხვევაში კი, ქუჩის შერჩევა მოხდება.

„სექტემბრის თვეში ჩვენ ერთი საკომისიო მოსმენა უკვე გავმართეთ. აღნიშნული ინიციატივა ამ საკომისიო მოსმენის შემდეგ შემოვიდა. შესაბამისად, შემდგომ სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება. კომისიის წევრების კონკრეტული პოზიციებიც მაშინ გახდება ცნობილი. სხდომა უახლოეს ერთი კვირის მანძილზე დაინიშნება. დღის წესრიგში სხვა განცხადებებიც განიხილება. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რომელი ქუჩისთვის მოხდება ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭება. კომისიის წევრების უმეტესობის მხრიდან საკითხის მიმართ თუ დადებითი განწყობა იქნება, საკითხი შემდეგ სტანდარტულ პროცედურებს გაივლის და საჯარო განხილვაზე დაინტერესებულ მხარეებსაც მივიწვევთ“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა ერთ–ერთი ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოს 30 აგვისტოს მიმართა. გაბაშვილის თქმით, ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭრი იყო.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს