რამაზ საყვარელიძე - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არა კანდიდატების, არამედ პარტიების ბრძოლა მიმდინარეობს

„რატომ მიგვაჩნია, რომ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ მის უკან „ქართული ოცნება“ დადგა“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არა კანდიდატების, არამედ პარტიების ბრძოლა მიმდინარეობს. საყვარელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ზურაბიშვილს ხმები მოაკლდება, ეს ვაშაძის სასარგებლოდ აისახება.

„რატომ მიგვაჩნია, რომ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ მის უკან „ქართული ოცნება“ დადგა, ამიტომ მიდის პარტიული ბრძოლა. მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ვინც ზურაბიშვილის შეფასებაში ჩართულია, ისინი მაინც და მაინც პარტიის აქტივისტები არიან, უბრალოდ არ ფიქრდებიან იმაზე, რას აკეთებენ. როცა ისინი აკეთებენ დევალვაციას ზურაბიშვილის ფიგურისა, ამით ავტომატურად მოჰყავთ ვაშაძე“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს