გიგა ბუკია - თუ სახელმწიფოს მივცემთ მარიხუანის კულტივირების უფლებას, გამოვლენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ პირადი მოხმარებისთვის მისი კულტივირების უფლებას

თუ ჩვენ სახელმწიფოს მივცემთ მარიხუანის კულტივირების უფლებას, გამოვლენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ პირადი მოხმარებისთვის კულტივირებას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ განაცხადა. მისი თქმით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ინიციატივა საფრთხის შემცველია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „კონსერვატორები“ ამ ინიციატივას არ ემხრობიან, ვინაიდან მათ საკმარისი არგუმენტები მოწინააღმდეგე მხრიდან არ მოუსმენიათ.

„საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ თუ ჩვენ სახელმწიფოს მივცემთ მარიხუანის კულტივირების უფლებას, გამოვლენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ პირადი მოხმარებისთვის მისი კულტივირების უფლებას. თუ სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს, გაყიდოს, სამკურნალო და სხვა მიზნისთვის, ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ თვითმკურნალობა, მარიხუანის მოწევა არ არის აკრძალული და მომეცით უფლება, ჩემთვის მოვიყვანო ჩემს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა გიგა ბუკიამ.

იხილეთ ვიდეო: თუ ჩვენ სახელმწიფოს მივცემთ მარიხუანის კულტივირების უფლებას, გამოვლენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ პირადი მოხმარებისთვის კულტივირების უფლებას - გიგა ბუკია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს