მაიკ პომპეო „ილ-20“-ის კატასტროფას ეხმაურება

რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების „ილ 20“-ის კატასტროფა მიუთითებს ვითარების მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ძიების აუცილებლობაზე როგორც სირიაში, ისე მთლიანად რეგიონში. ამის შესახებ საუბარია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ორშაბათს მომხდარი სამწუხარო ინციდენტი გვახსენებს, რომ აუცილებელია საბოლოო, მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მოძებნა ბევრი პარალელური კონფლიქტის გადასაწყვეტად რეგიონში, ასევე, სამხედრო მოქმედებებით გადატვირთულ სირიაში“, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მანვე ამერიკის სახელით მწუხარება გამოთქვა რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის გარდაცვალების გამო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს