სოფიო ქაცარავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასალმბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასალმბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ერთად სოფელხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციას გააცნეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება, თუ რა მძიმე პრობლემები შეექმნა მოსახლეობას რუსეთის ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. ის, რაც ხდება საქართველოში, დაუშვებელია. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ვერ იღებენ სათანადო განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებას, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზთან და მათ მიმართ ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს და სწორედ ამისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები და მთლიანად მსოფლიო ხედავდეს თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. სწორედ ევროპის საპარლამენტო ასალმბლეა არის ერთ-ერთი ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მთელს ევროპას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასამბლეის ფარგლებში და ვგდამთ ქმედით ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ რეგიონში გაგრძელდეს სტაბილურობა და განვითარება. ამ პროცესში მათი ჩართულობა და როლი ძალიან მაღალია, რისთვისაც მსურს მათ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს