სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სენაკისა და სენაკში არსებული თავდაცვის სამინისტროს დასახლების აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 65.6-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს, 06:00-დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ სენაკისა და სენაკში არსებული თავდაცვის სამინისტროს დასახლების აბონენტებს. „კერძოდ, ძველი დაზიანებული სახაზო ონკანი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს 06:00-დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ სენაკისა და სენაკში არსებული თავდაცვის სამინისტროს დასახლების აბონენტებს. კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს