სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ფიგურირებენ, დაკავებულ ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც „ინტეპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განუცხადა, ხასაიას ქრთამის აღების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.

„საერთოდ არ არის არაფრის საქმის კურსში. არავითარი ქრთამის საქმე. გამოკითხეს და მას არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდა. ჩატარდა ასევე მისი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს იარაღი. იმ საქმესთან, რომელიც ქრთამის აღების მუხლით მიმდინარებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შემხებლობა არ აქვს“, - განაცხადა იმედა ბეროშვილმა.

ზაზა ხასაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 სექტემბერს დააკავეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია