მაკა ასათიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დონორებს მიმართავს

მაკა ასათიანის, მისი ოჯახის წევრების და “Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის - საქართველოში“ ღია წერილი არასამთავრობო სექტორის და კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ჩემი სამშობლოს განვითარებისთვის აკეთებთ.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგმართოთ თქვენ, ვინაიდან სწორედ თქვენს კონტრიბუციას აქვს უდიდესი როლი საქართველოში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების შექმნის და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებისთვის.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 5 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“, გადაუმოწმებელ და უზუსტო ინფორმაციას შპს „აკას“, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის - Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის საქართველოში, წინააღმდეგ, ადგილი ჰქონდა გადაუმოწმებელი, მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელებას, რითიც მიზანმიმართულად შეილახა როგორც მერსედესის წარმომადგენლობის, ისე ჩვენი ოჯახის ღირსება. კერძოდ, კვლევაში კორუფციული რისკის შემცველ საქმედ განხილულია მიმდინარე საქმისწარმოება ასათიანების ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ და მისი ყოფილი პარტნიორის მიმართ წილის საკუთრების აღდგენის შესახებ.

აღნიშნულ დასკვნაში ქართული მართლმსაჯულების სისტემის შიგნით მიმდინარე მოვლენებია შეფასებული და მოხსენიებულია შვიდი საქმე, როგორც კორუფციული რისკების შემცველი საქმეთა მაგალითები.

ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ საქმეთა ჩამონათვალიდან ყველა სხვა საქმისწარმოება უკვე წლებია დასრულებულია და დასკვნაში მათი მოხსენიება მათ საბოლოო იურიდიულ ბედს ვეღარ შეცვლის, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ორგანიზაციამ კვლევა მიმდინარე პროცესის დროს გამოაქვეყნა, რითიც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მცდელობას და ეს კი მაშინ, როდესაც 12 წლიანი სასამართლო დავა ამ ეტაპზე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია და პროცესი დასრულების სტადიაშია.

ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ორგანიზაციამ დასკვნა ისე მოამზადა და გააკეთა შეფასებები საქმის ფაქტობრივ მხარესთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ დაგვკავშირებია, პირიქით დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ ჩვენი საქმის შესახებ ინფორმაცია მიიღო ჩვენთან მოდავე მხარის მიერ ცალმხრივად.

ორგანიზაციამ ჩვენს ღირსებას და პატივს, ისევე როგორც კომპანია „აკას“ საქმიან რეპუტაციას მიაყენა დიდი ზიანი, რის გამოც ჩვენ უკვე გადავდგით შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები და სასამართლომ სწორედ რამდენიმე დღის წინ მიიღო საქმე წარმოებაში ჩვენი დარღვეული კანონიერი უფლებების აღსადგენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არ არის ის დემოკრატია რაც თქვენ გსურთ იხილოთ ჩვენს ქვეყანაში. ვიცი და მჯერა, რომ თქვენი მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, რათა ყველას უფლება იყოს დაცული.

როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნების მიერ, საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება გაიხარჯოს მიზნობრივად და დადგეს სწორი შედეგი.

ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, ამავდროულად, გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ და დაინტერესდეთ, ხომ არ ცდება ეს საკითხი ერთი კონკრეტული ბიზნესის თუ ოჯახის პრობლემას და ხომ არ აქვს სისტემური ხასიათი.

ცნობად მიიღეთ არსებული რეალობა, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც ბიზნეს პროცესებში უხეშ ჩარევას, ასევე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების არასანდოობას და შესაბამისად, თქვენს მიერ გამოყოფილი ფინანსების არამიზნობრივ, მიკერძოებულ ან ფუჭ ხარჯვას. ამით, შეიძლება ჩრდილი მიადგეს, მსგავსი ორგანიზაციების მთავარ მიზანს - განახორციელოს ობიექტური მონიტორინგი და გამომდინარე აქედან, მათ მიმართ სანდოობას. ეს კი შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის სწორი და სამართლიანი გზით განვითარებას.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დაინტერესდებით წერილში მოყვანილი ფაქტებით და მზად ვართ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ სრული, ამომწურავი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

პატივისცემით,

მაკა ასათიანი

საკონტაქტო პირი:

მარიამ მინაძე

+995558423554

Mariminadze123@gmail.com

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია