მანქანაში თამბაქოს მოწევა, თუ მასში ბავშვი ზის, შესაძლოა, აიკრძალოს

თუკი კერძო მანქანაში არასრულწლოვანია, თამბაქოს მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული - ალბათ, სამომავლოდ ასეთი შეზღუდვის შემოტანაზე უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ზოიძის ინფორმაციით, მსგავსი შეზღუდვა კერძო მანქანებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

როგორც ზოიძემ განმარტა, იმის გამო, რომ ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ასეთ პირობებში თამბაქოს მოხმარების კუთხით მათზე შეზღუდვების შემოტანა, პრობლემებს შექმნის. აკაკი ზოიძის თქმით, თუკი ტაქსების ლიცენზირების კუთხით გადაწყვეტილება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება მიღებული, ცვლილებები ამ მხრივაც განხორციელდება. ზოიძემ აქვე აღნიშნა, რომ ტაქსით მომსახურების დიდ ქსელებში მძღოლებს ავტომობილში თამბაქოს მოწევა ეკრძალება, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს.

“გპირდებით, რომ თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებისთვის მომავალში აუცილებლად იქნება ცვლილებები, მაგრამ არა კანონის დასუსტების კუთხით. შემდგომში ვიფიქრებთ კანონის გამკაცრებაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება. ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს აკაკი ზოიძემ გააცნო. როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში, აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია