ეკა ბესელია - საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ მართლმსაჯულებამ საბოლოოდ, ობიექტური შეფასება დადოს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთავარი შინაარსი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეიქმნა, ის არის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულებამ საბოლოოდ, ობიექტური შეფასება დადოს,- ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა უმრავლესობიდან, ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა შს მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს, რომლის თანახმად, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების საქმეზე "დაკავებები კიდევ იქნება".

"პოლიტიკოსები დაკავებასთან, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩართულნი ვერ ვიქნებით. ეს არის გამოძიების ამოცანა და სფერო. კომისიის დასრულების შემდეგ, ამ კვირაში გვექნება მსჯელობა რეკომენდაციებზე. ჩვენი რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი ის არის, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა მოახდინონ საგამოძიებო ორგანოებმა და მართლმსაჯულებამ ამ საქმეზე საბოლოო შეფასების გაკეთება",-განაცხადა ბესელიამ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს